23:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:11:46, 350 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებენ

„თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან   მის მიმართ  გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მან  მოისმინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის შეკრული. პრეზიდენტის თქმით, ეს მისთვის სახალისოა.

„ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი და პერსონალური წიაღსვლები მოვისმინე ჩემი პერსონის შესახებ, რომელიც დაგაფიქრებს ადამიანს; მოვისმინე, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვარ შეკრული. კამპანიას ვხედავ, მაგრამ, ყველაფერი ეს რაღაცნაირი სახალისოა. ნამდვილად არ არის გამაღიზიანებელი ჩემთვის, მაგრამ სულ ვფიქრობ, რა გავლენას ახდენს ასეთი კამპანიები საზოგადოებაზე. ჩემი კრიტიკა წინა ხელისუფლების მიმართ რეალურად ძალიან ხშირად ისმოდა და არა მხოლოდ 2012 და 2013 წელს ისმოდა, არამედ 2008-ში, 2010-ში, 2003-ში და ა.შ. დავუშვათ, მოვახერხეთ და ეს ყველაფერი დავავიწყეთ საზოგადოებას და დავარწმუნეთ, რომ პრეზიდენტი მართლაც შეკრულია ოპოზიციურ ძალასთან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის ეს მომგებიანი და საინტერესო?!  თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“    შეკრულია, ამით „ნაცმოძრაობას“ უფრო გააძლიერებენ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics