04:01 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:13:02, 405 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" ნაჩქარევი და ემოციურია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ლევან ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი", ნაჩქარევი და ემოციურია.

ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ არის ხოლმე ნაჩქარევი განცხადებები, რომლის პოლიტიკურ შედეგებს ჩვენ ვერ ვიაზრებთ. პრეზიდენტი თავისი უფლებებამოსილების ამ ნაწილში, შეწყალების ნაწილში, უნდა იყოს აბსოლუტურად ზეპარტიული. არ უნდა იყოს ის აქცენტი, თუ ვინ ვისი ძმაა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლის წევრებს ჯერ კიდევ ახსოვთ კანონები, რომლებიც იყო მიღებული ე.წ."Член семьи врага народа". ძალიან ფაქიზად უნდა მოვეპყრათ ამ თემებს. შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომლითაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია მკაცრი ვიყო შენ მიმართ და დაგსაჯო კანონის მიხედვით, ამავე დროს ჩემში არის ჰუმანური საწყისი. ეს უფლება გადაცემული აქვს ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურას – პრეზიდენტს, რომელსაც არ აქვს უფლება, ჰუმანურობა გამოყენებულ იქნას პარტიული და პოლიტიკური ნიშნით. როდესაც ასეთი კომენტარი კეთდება მე ვფიქრობ, რომ ეს ემოციური და გარკვეულწილად ნაჩქარევი განცხადებაა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადების იმ ნაწილს, რომ ის იმედოვნებს, პრეზიდენტი ახალაიას, მერაბიშვილსა და სააკაშვილსაც შეიწყალებს, მარგველაშვილის თქმით, მას უჭირს ამ არასერიოზული განცხადების სიღრმისეულად კომენტირება. პრეზიდენტის თქმით, მეტი სინათლე უნდა შევიტანოთ საზოგადოებასთან ურთიერთობაში და უფრო პროფესიულად ვეკამათოთ ერთმანეთს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics