01:33 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:56:37, 340 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამასაც უპრობლემოდ დავძლევთ

„რა თქმა უნდა ისე როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს დემოკრატიული პროცესია.

„ეს არის დემოკრატიული პროცესი. ეს რა თქმა უნდა პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით ეს არის ჩვენი საქმე და ჩვენი პირადი შეხედულება. რა თქმა უნდა ჩემი პირადი პოზიცია მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადასაწყვეტი.  რა თქმა უნდა ისე როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics