12:02 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 14:12:45, 351 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი: მერქვას შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა

„მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე“,-ამის  შესახებ   გიორგი მღებრიშვილმა შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს  გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მღებრიშვილმა სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

„ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის. ალბათ ყველა მეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის აწმყო, მომავალი, მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე. სწორედ რომ მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც დღედაღამ ჩემს გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ, იმ ძირეული რეოფრმების განხორციელებაში, რაც ჩვენ ამ სისტემაში განვახორციელეთ. დიდი მადლობა მათ, დიდი მადლობა ბატონ კახის და ვუსურვებ წარმატებებს მას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კახი ღირსეულად გააგრძელებს იმ დარჩენილ პროექტებს, რომელიც დარჩენილია ამ სამინისტროში“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩს შეხვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics