00:30 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-02 14:37:45, 619 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის სამუზეუმო–საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება

ბოლნისის სამუზეუმო–საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება.

აღნიშნულ საკითხზე ხვალ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამოცხადდება.

„კონკურსი ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ კონცეფციასა და ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობით გამოცხადდება. ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია; გამოფენები (როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი); საზოგადოებრივი განათლება; რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული.

გამარჯვებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნისთვის საჭირო თანხას კომპანია “RMG Gold”  გაიღებს - კომპანია დეტალური პროექტის წარდგინების შემდეგ პროექტის განხორციელებას (მშენებლობას) სრულად დააფინანსებს.

დაინტერესებულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და  საკონკურსო წინადადების წარდგენა 2015 წლის 15 სექტემბრამდე შეეძლებათ. 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
აპარატი - სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უზრუნველყოს
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს
პრეზიდენტი - ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics