11:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 13:50:13, 345 ნახვა

კვერენჩხილაძე: პრეზიდენტის მიერ გამართულ არც ერთ შეხვედრაზე, კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პრეზიდენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრაზე, იმ კრიტერიუმებზე ისაუბრეს, რომლებსაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.
"გრძელდება პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესი კოსნულტაციებისა, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურებს. დღეს იყო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ყველა საბჭოს წევრმა გამოთქვა  თავისი კონკრეტული მოსაზრებები და შეხედულებები ამ პროცესთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირის  შერჩევა და ასევე  ყველა წევრის მიერ იყო დაფიქსირებული და  გამოთქმული მოსაზრებები უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების კრიტერიუმებთან  დაკავშირებით.  ის კრიტერიუმები წამოიწია შეხვედრაზე, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთა აზრით, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე განმარტებით,  საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართულ არც ერთ შეხვედრაზე, კონკრეტულ კანდიდატურებზე არ უსაუბრიათ. კითხვაზე-როდის დაასახელებს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანიდადტს,  კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ  ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია.
"არც ერთ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო გამართული, იქნება ეს პოლიტიკურ ჯგუფებთან,  პროფესიულ ჯგუფებთან, საზოგადოების წარმოამდგენლებთან, კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.  პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ  როდის დაასახელებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონსულტაციების ლოგიკური შედეგი სწორედ,  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურის დასახელება იქნება",-აღნიშნა გიორგი კვერენჩხელიძემ.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოქმედ  თავმჯდომარეს უფლებამოსილება თებერვალში უჩერდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთში ულტრა სწრაფი ინსულინის დეფიციტია
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics