05:15 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 14:01:05, 473 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა შს მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაური წარადგინა.

ვახტანგ გომელაური მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მან  2001 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დაამთავრა.

1994 წელს სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი იყო. 2002 წელს შსს–ს დაცვის პოლიციაში მუშაობდა, 2013 წლამდე ყოფილი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013 წლიდან დღემდე შს მინისტრის მოადგილე იყო.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ალექსანდრე ჭიკაიძე იკავებდა, თუმცა მან, 23 იანვარს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები იყო, თითქოს ის ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.
"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics