13:37 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 13:24:52, 763 ნახვა

სხვადასხვა
ისრაელში გარდაიცვალა 16 წლის გოგონა რომელსაც გეი პრაიდზე რელიგიური ფანატი თავს დაესხა

ისრაელში გარდაიცვალა დაჭრილი 16 წლის შირა ბანკირა, რომელსაც გასულ კვირას რელიგიური ფანატიკოსი დაესხა თავს. შირა მეგობრებთან ერთად ლგბტ მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა რა დროსაც, იგი სასიკვდილოთ ულტრაორთოდოქსული მწამსის ადამიანმა, დანით ზურგის არეში დაჭრა.

თელავივის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მკვლელი რელიგიური ფანატიკოსის, უმკაცრესი დასჯა მოითხოვა. 

ტრაგედიას საგანგებოდ გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც გარდაცვლილი გოგონას ახლობლებს და ოჯახს მიუსამძიმრა.

"შირა იყო მებრძოლი გოგონა, იგი მოკვდა დამნაშავის ხელით რადგან ღიად ამბობდა, რომ ყველას აქვს თანასწორობის, უსაფრთხოების და თავისუფლების უფლება - ტერორისტი დაესხა შიარას და მის მეგობრებს, რადგან ეცადა დაენგრია საზოგადოების მთავარი ღირსება, თავისუფლება - დასძინა ნეთანიაჰუმ.

რელიგიური ფანატიკოსი იშაი შვისი რამდენიმე ხნის წინ, ციხიდან გათავისუფლდა სადაც მსგავსი დანაშაულისთვის მან 10 წელი მოიხადა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics