02:33 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 15:32:54, 1240 ნახვა

საზოგადოება
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს შვიდ მარშრუტს სთავაზობს

ჯავახეთის ტურიზმის თვალსაზრისით მიმზიდველი რეგიონია. რეგიონში, როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობებია.

2011 წელს ჯავახეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა და ის უფრო მეტად მიმზიდველი გახდა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ვიზიტორებისთვის.

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შედის, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები.

რეგიონით ინტერესდებიან ორნითოლოგები, რადგან ის ფრინველების საიმიგრაციო ადგილია.

ჯავახეთში, 269 სხვადასხვა სახეობის ფრინველია. არიან როგორც მობუდარი, ასევე გადამფრენი ფრინველები. ფრინველებზე დაკვირვება, კი სპეციალური სათვალთვალო კოშკურებიდან არის შესაძლებელი. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარის ნათია კობახიძის ინფორმაციით, მომზადებულია ნომინაცია, რამსარის კონვენციაზე წარსადგენად.

გარდა ამისა, კობახიძის შეფასებით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნამ ხელი შეუწყო რეგიონის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებას.

„როდესაც ასეთ ტერიტორია მეტი ვიზიტორის მოზიდვის საშუალებას ქმნის, ამით რა თქმა უნდა აგილობრივი მოსახლეობა სარგებელს ნახულობს. შექმნილია დასაქმების ადგილები. ადგილობრივებს ახალი ბიზნეს შესაძლებლობები ექმნებათ. მოხდა ოჯახური სასტუმროების მოწყობა. ვითარდება მეფუტკრეობა. 9 სოფელში მოხდა წყლის გაყვანა“, – აღნიშნა ნათია კობახიძემ.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თამაზ კარაპეტიანის თქმით, ჯავახეთში, წინა წელთა შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 20–25%–ით არის გაზრდილი.

„ვიზიტორები სხვადასხვა ქვეყნებიდან გვყავს. ხშირად ჩამოდიან ნიდერლანდებიდან. არიან ხანდაზმული ადმიანები. ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 20–25%–ით გაიზარდა.  მაგრამ, გაცილებით მეტი ვიზიტორია, ვიდრე ჩვენ გვყავს აღწერილი“, – აღნიშნა კარაპეტიანმა.

ჯავახეთში ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულის მარშრუტი შეუძლიათ აირჩიონ. შესაძლებლობა აქვთ იქირაონ ცხენები, ველოსიპედები, კაიაკები, კარვები, საძილე ტომრები და თოვლზე სასიარულო ფეხსაცმელი.  სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე გაკეთებულია ბილიკების მარკირება.

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს შვიდ – ქვეით, სამთო, საცხენოსნო და ველომარშრუტს სთავაზობს.

კარწახის ტბა: სირთულე: მარტივი; მანძილი 3კმ. გადაადგილება: ქვეითი და ველომარშრუტი.

მარშრუტი საინტერესოა თევზაობისა და ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის, ასევე პროფესიონალი ორნითოლოგებისთვის. ტბის ნაპირთან მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკურა.

სულდის ჭაობი: სირთულე: მარტივი; მანძილი:5 კმ; გადაადგილება: ქვეითი. სულდის ჭაობის აღკვეთილში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ცხენებით გასეირნება და თევზაობა საგუბარში.

ვეფხვის კანიონი: სირთულე: რთული; მანძილი 15 კმ (წრიული) ; გადაადგილება : ქვეითი, საცხენოსნო; ინტერესი: სამთო ტურიზმი, მთის ლანდშაფტი, პანორამული ხედები, გაზაფხულზე სამთო–სათხილამურო ასვლები.  

ხანჩალის ტბა: სირთულე: მარტივი; მანძილი: 3კმ; გადაადგილება: ქვეითი, ველოსიპედი; ინტერესი: თევზაობა, ფრინველებზე დაკვირვება.

ბუღდაშენის ტბა: სირთულე: მარტივი; მანძილი: 2 კმ; გადაადგილება: ქვეითი; ინტერესი: ფრინველებზე დაკვირვება.

ტბა მეჩხერია. გარემო გამოირჩევა გადამფრენი ფრინველების სიმრავლით და ხელუხლებელი სანაპიროთი. მოწყობილია საპიკნიკე ადგილი და ფრინველებზე სათვალთვალო კოშკი. შესაძლებელია ტბაზე ნავებით გასეირნება.

ტბა მადათაფა: სირთულე: საშუალო; მანძილი: 22კმ (წრიული); გადაადგილება: ქვეითი, საცხენოსნო, ველოსიპედი; ინტერესი: ფრინველები, თევზაობა, ლანდშაფტი,ველოტური, ცხენოსნობა, პიკნიკები.

მარშრუტი იწყება სოფელ სამებაში, სადაც შესაძლებელია ცხენების დაქირავება. 6კმ–ში აღმოსავლეთ კონცხის შემაღლებაზე მოწყობილია საპიკნიკე ადგილი, და ფრინველებზე სათვალთვალო თავშესაფარი ( მადათაფის მთის ძირას). აქედან იშლება პანორამული ხედი ტბაზე. აქვეა სათევზაო ყურე.

მთა მადათაფა: სირთულე: რთული; სიმაღლე: მწვერვალი 2714მ. გადაადგილება: ქვეითი; ინტერესი: სამთო ტურიზმი.

მთა მადათაფა ვულკანური წარმოშობის კონუსური მთაა, საიდანაც იხსნება პანორამა ჯავახეთის პლატოსა და სამსრის ქედზე. მთის მწვერვალზე შეინიშნება წრიული მეგალითური ნაგებობის კვალი.

მარშრუტის გავლას 4–5 საათი ესაჭიროება.

გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს სხვადასხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს: საოჯახო სასტუმრო სახლებს, ვიზიტორთა ცენტრს მუზეუმით, საინფორმაციო ტურისტულ ცენტრს (პატარა ხანჩალი), საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფებს, სათვალთვალო კოშკურებსა და თავშესაფარს ფრიმველებზე დასაკვირვებლად.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics