10:44 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-03 19:04:22, 634 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის პალიმფსესტების ამოკითხვა შესაძლებელი გახდება

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 20-მდე პალიმფსესტური ფურცლის დიგიტალურ ვერსიას სპექტრული გადაღების ტექნოლოგიით ამზადებენ, მიზანი კი, ერთი მხრივ,  პალიმფსესტების ქვედა ფენის წაკითხვის შესაძლებლობის გაზრდა და, მეორე მხრივ, ხელნაწერის დაზიანებული ტექსტის ამოკითხვაა.

პალიმფსესტების სპექტრული გადაღების საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ არქივში გაიმართა. პროგრამა LAZARUS Project-ისა და  ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) ერთობლივი, საპილოტე ღონისძიებაა. ის მიზნად ისახავს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას დაზიანებული ხელნაწერების ამოკითხვისა და პალიმფსესტების კვლევის საქმეში.

პროექტში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები -  LAZARUS Project-ის დირექტორი გრეგორი ჰეივორსი, ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) დირექტორი მაიკლ ფელფსი და ოპტიკური გამოსახულების სპეციალისტები ეროვნული არქივში დაცულ პალიმფსესტებს 3 და 4 აგვისტოს გადაიღებენ.

გადასაღებად შერჩეულია შემდეგი პალიმფსესტები: სახარება - ხელნაწერის ძირითადი ნაწილი პალიმფსესტურია, მათ შორის ერთი ფურცელი - სამფენიანი (X, XII-XIII, XIV საუკუნეები). შრიფტი - ასომთავრული და  ნუსხური; მარხვანი - პალიმფსესტური ფურცლების ქვედა ფენა - სომხური ტექსტი (X, XIV საუკუნეები). ხელნაწერის ქართული ნაწილში შრიფტი - ნუსხური.

ამავე პროექტის ფარგლებში (ამავე აპარატურით) წარმატებით განხორცილდა  სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული პალიმფსესტების; ვერჩელის კათედრალის დაზიანებული ხელნაწერებისა და რუკების; იელის უნივერსიტეტის „ბეინეკეს იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში“ არსებული  გაურკვეველი ტექსტების აღდგენა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics