19:30 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 16:11:15, 707 ნახვა

ეკონომიკა
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის  2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა.

პროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა თავი შეიკავა, 5 კი, წინააღმდეგი იყო.

თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას ინფორმაციით, დედაქალაქის  2015 წლის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარით გაიზარდა, თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

ხელაიას თქმით, 46 მილიონი ლარიდან 5 მილიონი „ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი თბილისი 2015“-თვის გამოიყო.

41  მილიონი ლარი კი 13 ივნისს მომხადი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება, კონკრეტულად 17 მილიონ 800 ათასი ვერეს ხეობის რეაბილიტაციისთვის გამოიყო, 21 მილიონი ლარი კი სტიქიის შედეგების დაზარალებულებისთვის. 

გარდა ამისა, მერის მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად საბურთალოს  რაიონისთვის  2 მილიონ 900 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც  სანიაღვრე არხებისა და ავარიული შენობების გამაგრებას მოხმარდება. 

ამასთან, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  წევრებს   კითხვები  ჰქონდათ თუ რატომ არ შეეხო ბიუჯეტში ცვლილებები კომუნალური ვაუჩერების საკითხს.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ მხოლოდ 70 ათასზე დაბალ ქულაზე არ იყოს გამოყენებული კომუნალური ვაუჩერი და სოციალურად დაუცველების დიდი სპექტრი  არ დაგვრჩეს ამ დახმარების გარეშე“,-განაცხადა  სევდია უგრხელიძემ.

გიორგი ხელაიამ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ბიუჯეტში კომუნალურ  ვაუჩერებთან დაკავშირებით ცვლილებები არ განხორციელდა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველები დახმარების გარეშე დარჩებიან“.

ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ხელაის თქმით, მათთვის ვაუჩერების გადაცემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და მისი განხილვა სექტემბერში მოხდება.

აქვე, ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ჰქონდათ კითხვები მოხდებოდა თუ არა სტიქიის შედეგად დაუზღვევლი მანქანების  ანაზღაურება იმ მოქალქეებისთვის, რომლებმაც ზარალი სტიქიის დროს განიცადეს.

გიორგი ხელაიას განმარტებით, არცერთი დაზარალებული დახმარების გარეშე არ დარჩება.

„მანქანების თემა ცალკე იქნება განხილული თუ რა პრინციპით  მოხდება ამ საკითხის  გადაჭრა. არავინ არ დარჩება დახმარების გარეშე“,-აღნიშნა ხელაიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics