02:38 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 14:39:41, 334 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს ახალ ხელმძღვანელობას, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს ახალ ხელმძღვანელობას, ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს.
"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხელმძღვანელობას, რომელიც ამ სისტემაში მოვა,   ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს.  ბუნებრივია, ეს უშუალო გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის განვითარების პერსპექტივაზე,  სტაბილურობაზე და იმ პოზიტიურ გავლენაზე, რომელიც არის სასამართლო სისტემა- ქვეყნის სტაბილურობის მდგრადობის და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან ის კრიტერიუმები მოისმინა, რასაც მათი აზრით, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება თებერვალში ეწურება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics