19:31 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 19:10:33, 598 ნახვა

საზოგადოება
ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ელიავას ბაზრობაზე, ხანძრის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. 

როგორც „ექსპრესნიუსს“სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურის უფროსმა  ნათია გედენიძემ განუცხადა, ერთი დაშავებული მეხანძრეა, რომელმაც სახის არეში მიიღო დაზიანება. მეორე დაშავებული მაშველია, რომელსაც კვამლის შედეგად ინტოქსიკაცია ქონდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი საღებავების საწყობს გაუჩნდა. შედეგად, სულ 5 ადამიანია  დაშავებული.  მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია 25 სახანძრო–სამაშველო სამსახური. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
გვარამია - საქართველოს მოჭრილი აქვს გზა ევროპისკენ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics