04:52 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 11:33:47, 551 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა 5 მუნიციპალიტეტში აამოქმედა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 5 მუნიციპალიტეტში დაასრულა.

სააგენტოს ინფორმაციით, სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე ახმეტის საკრებულოსა და გამგეობაში ფუნქციონირებს. ეტაპობრივად კი იგი ყვარლის, ქარელის, ხაშურისა და ხობის საკრებულოებსა და გამგეობებშიც ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ თითოულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით  თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით საკრებულოებსა და გამგეობებს თანამშორმლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა  მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები.  ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, საკრებულოებსა და გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს  მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც. პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით  უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კასპის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტებში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ბაზების აგებაზე მუშაობს. სისტემა მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაინერგება.

დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გამგეობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics