10:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 14:59:12, 567 ნახვა

საზოგადოება
მერია „თბილისობის“ დღესასწაულის კონცეფციის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად აცხადებს კონკურსს „ჩემი თბილისობა“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, ვისაც სურს ეს დღესასწაული უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს როგორც თბილისელებისთვის, ასევე, დედაქალაქის სტუმრებისთვის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს,  კონკურსი „ჩემი თბილისობა“  საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში.

კონცეფცია უნდა ეხმიანებოდეს ქალაქის რეალურ გამოწვევებს და დღესასწაულის მსვლელობისას ისეთი გარემოს შექმნა უზრუნველყოს, რომელიც თბილისის ისტორიულ, კულტურულ მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. ამასთან, წარმოაჩენს მის როლს თანამედროვე სამყაროში. 

„კონკურსანტებმა პროექტი ქართულ ენაზე, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე (მის: შარტავას ქ.N7). პროექტების წარდგენა 2015 წლის 18 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

საკონკურსო კომისია, რომელსაც ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, მაქსიმუმ სამ საუკეთესო კონცეფციას გამოავლენს. აღნიშნული კონცეფციები გახდება საჯარო და კვლავ მოქალაქეებს შეეძლებათ ონლაინ ხმისმიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  ემატება ხალხის ერთი ხმა.

გამარჯვებული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული - 7 000 ლარით დაჯილდოვდება.

 სრული ინფორმაცია კონკურსის, მისი პირობების შესახებ განთავსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tbilisi.gov.ge/ და ფეისბუკის გვერდზე - https://www.facebook.com/CityHallofTbilisi?ref=ts&fref=ts, (კულტურის საქალაქო სამსახურის ცხელი ხაზი - 2 378 549).

ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მე-20 სართულზე 2015 წლის 6 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება ღია კარის დღე და კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი. ღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ ქალაქ თბილისის მერიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisiculture@tbilisi.gov.ge.“,-აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics