21:44 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 15:37:47, 342 ნახვა

პოლიტიკა
მინაშვილი: გომელაური ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით დაინიშნა

„ვახტანგ გომელაური არა კვალიფიკაციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით დაინიშნა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, გომელაური დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო და შესაბამისად, ის დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგავს.
„გომელაური შერჩეულია არა კვალიფიციის კრიტერიუმებით, არამედ  ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმით.  იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი და დღესაც, ბუნებრივია ის დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგავს, ის იქნება არაფორმალური მმართველი, ივანიშვილის პაიკი, მარიონეტი“, – აღნიშნა მინაშვილმა.
 ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური  შს მინისტრად პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე ჩაანაცვლა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალურ სამიტზე მიიწვია
სუს-ი - სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული 2 მოქალაქე თავისუფალია
EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ
ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics