მედიაკავშირი „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ადვოკატთა ჯგუფმა იმდენად „შეაწუხა“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაცია და მაღალჩინოსნობა, რომ ზოგიერთი (თითქმის ყველა) მათგანი ცდილობს პრობლემები შეუქმნას ადვოკატთა ჯგუფს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან პატიმრებს.

სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე, რომელიც პატიმრებს შიშის ზარს სცემს და ცუდი რეპუტაციით სარგებლობს, გამოირჩევა პატიმრების ცემით, ღირსების შემლახავი ფაქტებით, მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობით. პატიმართა საჩივრების საფუძველზე „ობიექტივის“ და წინააღმდეგობის მოძრაობის  ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ აღწერა პატიმრების საჩივარი და პროკურატურას მიმართა. რაღათქმა უნდა და პროკურატურა ჩვეულებისამებრ ასეთი სახის თემებზე არ რეაგირებს. სწორედ ასეთი „ზურგის“ იმედად N 17 დაწესებულების დირექტორი ლაშა ბრეგვაძე კიდევ ერთხელ არღვევს კანონს და ადვოკატ ჯუმბერ მილორავას ციხეში შეშვებაზე უარს აცხადებს. „ობიექტივის“  ორ თვიანი საეთერო თუ საჯაროდ სასაჩივრო ბრძოლების შედეგად, „ობიექტივმა“ გაიმარჯვა და ჯუმბერ მილორავამ კვლავ შეაღწია ციხის N17 დაწესებულებაში და განაგრძო პატიმართა მომსახურება,მაგრამ როგორც იტყვიან ეშმაკს არ სძინავს და ლაშა ბრეგვაძე მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა. კერძოდ, ციხის დირექტორმა ამავე ციხეში მსხდომ პატიმრებს – ვალერიან ფუტკარაძეს დაბ. 27.04.1962 წ. და იაგო ცაგურიშვილს დაბ. 20.09.1958 წ, რომლებსაც მილორავა ემსახურებოდა, ალბათ ძალდატანებით დააწერინა საჩივარი და მედიაკავშირ „ობიექტივისა“ და წინააღმდეგობის მოძრაობის ხელმძღვანელობის სახელზე გააგზავნა იმ იმედით, რომ მილორავას სამსახურიდან დაითხოვდნენ. წერილებში პატიმრები ი. ცაგურიშვილი და ვ. ფუტკარაძე ადვოკატის არაკვალიფიცირებულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და მას მატყუარას უწოდებენ, თუმცა პატიმარ ფუტკარაძეს ალბათ დაავიწყდა ან გამორჩა ის ფაქტი, რომ N17 დაწესებულების მთავარი ექიმი ზურაბ აფციაური სწორედ ადვოკატ მილორავას განცხადების საფუძველზე უტარებს სამედიცინო გამოკვლევებსა და შესაბამის მკურნალობას. N17 დაწესებულების მთავარი ექიმი მილორავას წერილობით პასუხობს:–“ თქვენი 26.10.2011 წ–ის განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მსჯ–ლი ვალერიან ფუტკარაძე არის ქრონიკული ავადმყოფი. დასმული დიაგნოზებიდან გამომდინარე (შაქრიანი დიაბეტი, II ტ. ინსულინ მომხმარებელი, გ.ი.დ. არტერიული ჰიპენტენზია I ხ.) ამჟამად მსჯ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. პათოლოგიების გამწვავებას ადგილი არა აქვს. აყვანილია ჩვენი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივ (ყოველდღიურ) ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ“. და ა. შ… ანალოგიურად ადვოკატ მილორავას მომსახურება გაეწია პატიმარ ცაგურიშვილსაც. ცნობისათვის, მედიაკავშირი „ობიექტივის და წინააღმდეგობის მოძრაობის  საადვოკატო საამსახურმა 2011 წლის მონაცემებით 261 პატიმარს გაუწია საადვოკატო მომსახურება, ასე რომ N 17 დაწესებულების – ციხის დირექტორს ლაშა ბრეგვაძეს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა… მზაკვრული გეგმა გაშიფრულია, შურისძიება კი მხილებული. და როგორც ქართულ ზღაპარში ამბობენ, – ჭირი იქა ლხინი აქა…

კოტე ინაშვილი.