20 ივნისს, 11.00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 2012 წლის I კვარტლის ეკონომიკური ზრდის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მონაცემები და 2012 წლის მაისის და პირველი 5 თვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასება.
მის: ცოტნე დადიანის ქ.N#30 (ნაძალადევის რნ-ის გამგეობის ყოფილი შენობა), IV სართული

20 ივნისს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის სამომხმარებლო კმაყოფილების კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გორგასლის ქ. #24 ა (იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

20 ივნისს, 12.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები შვედეთის ‘ქრისტიან-დემოკრატიული ცენტრის’ თავმჯდომარეს შეხვდებიან.
ფრაქციის სათათბირო ოთახი #704

20 ივნისს, 12:00 საათზე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
თემა: ‘ნატო-ს ჩიკაგოს სამიტი და მისი შედეგები, 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეები და გამოწვევები’.
მის: წინამძღვრიშვილის ქ. #162
საკონტაქტო ტელეფონი – 597 178 111
20 ივნისს, 12.00 საათზე, ‘ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის’ ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა ცეკვაშვილი და რუსთავის საკრებულოს წევრი უტა ლიპარტია ბრიფინგსგამართავენ.
თემა: ‘ქვემო ქართლის რეგიონის სოციალური პრობლემები’.
მის: ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. #1, ედპ-ს რუსთავის ოფისი

20 ივნისს, 12:00 საათზე, ‘პრაიმ ტაიმის’ პრესკლუბში, კოალიცია ‘ქართული ოცნებისა’ და პარტია ‘თავისუფალი დემოკრატების’ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ‘მიმდინარე პოლიტიკური პროცესები’.

20 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის, ‘აისის’ სტუდენტებს შეხვდება.

20 მაისს, 12:30 საათზე, ორგანიზაცია ‘იდენტობა’ უკრაინის საელჩოსთან აქციას გამართავს.
მის: საბურთალო, ონიაშვილის ქ. #75
20 ივნისს, 12:30 საათზე, ‘ახალი მემარჯვენეების’ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს
თემა: ‘სარწყავი წყლის პრობლემები კონფლიქტის ზონის სოფლებში’.
მის: ორთაჭალა, ჟ. კალანდაძის ქ. #3
საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49

20 ივნისს, 13:00 საათზე, მუხიანის მე-4 ა მიკრორაიონის მე-9-ე კორპუსთან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტი DღEF, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს.

20 ივნისს, 13.00 საათზე, საქართფელოს ბანკის მთავარ ოფისთან ‘ლეიბორისტების’ აქცია გაიმართება.
თემა: ‘როგორ გვაყაჩაღებენ ბანკები’.
მის: გაგარინის მოედანი #29 ა

20 ივნისს, 13.30 საათზე, საკრებულოს თვამჯდომარის მოადგილე, ‘ქრისტიან-დემოკრატი’ ჯაბა სამუშია ინდივიდუალური ბინათმშენებლობითდაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.
შეკრების ადგილი: ნაძალადევის რაიონი, გადასასვლელი ხიდი, ეკლესიასთან

20 ივნისს, 14:00 საათზე, ‘დემოკრატიული მოძრაობის’ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: ‘პოლიტპატიმრები’.
მის: თენგიზ აბულაძის ქ. #8
საკონტაქტო ტელეფონი – 599 56 99 91, 577 20 90 00

20 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი გაიმართება ვიდეოკონფერენცია საქართველოს პარლამენტსა და ყირგიზეთის პარლამენტს შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ასევე ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარეების მოადგილეები, პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
თემა: ‘საქართველოში ჯანდაცვის, სოციალურ და განათლების სფეროებში განხორციელებული რეფორმები’.

20 ივნისს, 14:00 საათზე, ქ. ბათუმში, ‘თავისუფალი საქართველოს’ ოფისში, კახა კუკავა პარტიის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.
მის: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. #74 ბ.9

20 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში ‘ილიაუნი ბიზნეს რევიუს’ (IBღ) მიერ მომზადებული კვლევის – ‘უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ბაზარი – თბილისი’ – შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: გ. წერეთლის ქ. #2 (ყოფილი უცხო ენების კორპუსის უკან, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა)

20 ივნისს, 15.00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 120 წლისთავთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.
მის:რუსთაველის გამზ. #52, V სართული

20 ივნისს, 16.00 საათზე, ‘ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ ლიდერები სამეცნიერო ჯგუფებს შეხვდებიან.
თემა: ‘სოფლის მეურნეობის პროგრამა’.
მის.: ცაგარელის ქ. #59, ქდმ-ის ცენტრალური ოფისი

20 ივნისს, 16.30 საათზე, ბადენ-ვურტემბერგში გამართული საერთაშორისო კუნკურსის მთავარი ჯილდოს, გრან პრის მფლობელი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი გერმანიიდან დაბრუნდება და თბილისის აეროპორტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

20 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გერმანიის პარლამენტის პეტიციების კომიტეტის წევრებს შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

20 ივნისს, 18:00 საათზე, კოალიცია ‘ქართული ოცნების’ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან საპროტესტო აქციას ‘იაზროვნე გლობალურად’ გამართავენ.