აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბათუმის შთაბეჭდილებებიდან ჯერაც ვერ გამოვიდა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
“ჰილარი კლინტონი, აქ ხომ გვაქო და გვაქო, ახლა ისრაელში, საერთაშორისო მედიას უკითხავს ლექციას – კიდევ ვერ გამოვიდა ბათუმის შთაბეჭდილებიდან, ჩვენი იუსტიციის სახლი აყავს ცაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ “ჩვენ რაღაცებს ძალიან ეფექტურად ვაკეთებთ”.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდნენ.