„ქართულმა ოცნებამ“,    “სახალხო კრების” წარმომადგენლებს  ლუკა კურტანიძეს და სოსო ჯაჭვლიანს მაჟორიტარ  კანდიდატებათ კენჭისყრა შესთავაზეს.
“უკვე ითქვა კიდეც, რომ კრების ღირსეული წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გულანთებული ქართველები არიან, “ქართული ოცნების” კარი ღია იქნება, თუკი მათ სურვილი ექნებათ, მაჟორიტარ კანდიდატებად იყარონ კენჭი. ამაზე საუბარი ნამდვილად შეიძლება”, – განაცხადა კოალიციაში  “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ
ასევე,აბაშიძის გაანცხადებით, ამ კუთხით “ქართული ოცნების” კარი ღიაა “სახალხო კრების” დანარჩენი წევრებისთვისაც.
აღნიშნული შეთავაზების თაობაზე, სახალხო კრების წარმომადგენლებს-   ლუკა კურტანიძეს, სოსო ჯაჭვლიანს, გია ბურჯანაძესა და ნონა გაფრინდაშვილს “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.,
როგორც ლუკა კურტანიძე აცხადებს, “მე, სოსო ჯაჭვლიანი, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი მზად ვართ, შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ბატონ ბიძინას იმ შეთავაზებაზე, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა. მიგვაჩნია, რომ თანამშრომლობის ფორმატზე გადაწყვეტილება პირადად კოალიციის პირველ პირთან უნდა შედგეს. გვსურს მასთან შეხვედრა, რომ დეტალებზე დავილაპარაკოთ”, – აღნიშნა კურტანიძემ..
ასევე,კურტანიძე აცხადებს რომ თუპირადად ივანიშვილისგან იქნება შეთავაზება ის მზად აარის იყაროს კენძი
პირველ რიგში, მზად ვართ საუბრისთვის – პირადად უნდა მოვისმინოთ, რას შემოგვთავაზებს. თუ ბატონი ბიძინა მეტყვის, რომ მთის წვერზე უფრო ვარ საჭირო და არჩევნებამდე იქ უნდა ვიყო, მე მზად ვარ, იქ დავდგე. თუ არჩევნებში მონაწილეობაზე იქნება საუბარი – ამისთვის მზად ვარ, თუმცა რომელ ოლქში წარმომიდგენია საკუთარი თავი, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არაა. სადაც აჯობებს, იქ ვიქნები. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს. მთავარი ისაა, რომ მზად ვარ