მიხეილ სააკაშვილი დღეს წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში ჩავიდა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა პირადად მოინახულა. პრეზიდენტი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაზარებული ოჯახის მდგომარეობით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელისუფლებასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად დავალებები მისცა. მიხეილ სააკაშვილი თქმით, მთავარია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს. საჭიროების შემთხვევაში კი მათი ევაკუაცია დროულად უნდა განხორციელდეს.
სააკაშვილმა სამეგრელოში მომხდარი წყალდიდობის გამო აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტი მოულოდნელად შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია, პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში Crans Montana ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი ბაქოში ილჰამ ალიევიდა და ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ჟან-პოლ კარტერონის პირადი მიწვევით ჩავიდა.



