ლილოს დასახლებაში, ერთი-ერთ კერძო ირანულ საწარმოში ავზიდან ქლორმა დღეს საღამოს გაჟონა. მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, რომლის დროსაც ავზიდან ქლორმა ხელმეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს.

დაზარალებულები არიან მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზევე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა.

სპეციალისტების ინფორმაციით, ლილოში მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. 800-ლიტრიან ქიმიურ ავზს დაზიანებული ონკანი გამოუცვალეს.

ქლორის გაჟონვის გამო შესაბამისმა სამსახურებმა ჰაერის მდგომარეობაზე ტესტი ჩაატარეს. ტესტმა აჩვენა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერი ნორმის ფარგლებშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ინციდენტის შედეგად 61 ადამიანი მოიწამლა, რომელთა შორის 20 ბავშვია და 1 ორსული. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში მოათავსეს. 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა განსაკუთრებულად კრიტიკულია. კლინიკაშ გადაყვანის დროს პაციენტს გაუჩერდა გული, თუმცა კლინიკაში მოხერხდა რეანიმაცია და გულის ამუშვება.

თბილისის მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, 55 პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.  როგორც ქაცარავამ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, მოწამლულთან 4 ბავშვია, რომლებიც იაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობაც ამჟამად სტაბილურია. სულ იაშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 მოზარდია შეყვანილი. ექიმების ცნობით, მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია.