ზუგდიდში ერისთავის ქუჩაზე “თავისუფლალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრამ ჩხუბის და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე ახალგაზრდამ შეხვედრის ჩაშლა სცადა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს.
როგორც “ექსპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” პრესამსახურის უფროსმა, ვაკო ავალიანმა განუცხადა, შეხვედრაზე ხელისუფლებამ, მიკროავტობუსით პროვოკატორები მოიყვანა.
“ყველა შეხვედრაზე, ხელისუფლებას მიკროავტობუსით ძალოვანი უწყების თანამშრომლები და პროვოკატორები მოჰყავთ. ისინი ცდილობენ შეხვედრები ჩაშალონ, თუმცა ხალხი ადექვატურ პასუხს აძლევს. ყველა შეხვედრა, წამატებით მიმდინარეობს.”–განაცხადა ავალიანმა.
ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=kOTc6rI2TYs&feature=player_embedded





