ხელისუფლებამ არა სამთავრობო პროგრამა არამედ, წინასაარჩევნო პროგრამა წარმოგვიდგინა.
ეს განცხადება “ქრისტიან–დემოკრატების” ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
ვეფხვაძის განცხადებით, ეს დაპირებები არარეალურია, და ამას აუცილებლად გადასახადების გაძვირება მოყვება.
“ხელისუფლების ეს დაპირებები ისევე შეუსრულებადია, როგორც ძველი დაპირებები, იმ შემთხვევაში თუ დაპირებების მცირე ნაწილი მაინც შესრულდა, მთავრობა გადასახადებს გააძვირებს”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ
მისივე თქმით, ხალხი მთავრობის დაპირებებს აღარ ენდობა და ამას არჩევნების შედეგები დაადასტურებს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ვანო მერაბიშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას – “მეტი სარგებელი ხალხს” ნდობა 102 ხმით 7-ს წინააღმდეგ გამოუცხადა.
ლევან ვეფხვაძე: იმ შემთხვევაში თუ დაპირებების მცირე ნაწილი მაინც შესრულდა, მთავრობა გადასახადებს გაზრდის
ივლისი 4th, 2012 05:57 PM | პოლიტიკა




