მხარს ვუჭერ პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, რადგან მთავრობის ამ შემადგენლობამ წარმოადგინა ის პროგრამა, რომელიც უკავშირდება, სოფლის მეურნეობას, დასაქმების თემატიკას, თითოეული ადამიანის სოციალურ მხარდაჭერას, დაზღვევას, განათლებას და ყველა პრობლემას, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.
ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა გააკეთა.
როგორც კუბლაშვილი აცხადებს, მთავრობის ახალი პროგრამა, უმუშევრობის შესამცირებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელადაა გამიზნული.
მისივე თქმით, ამ პრიორიტეტს ახალი სამინისტროს შექმნაც ადასტურებს, რომელიც ადამიანებს სამსახურის მოძიებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაში დაეხმარება.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას, ხიდი დამსაქმებელსა და უმუშევარს შორის რადგან ვიპოვოთ ის ოპტიმალური კვალიფიკაცია, რომელზეც მოთხოვნა არის ჩვენს ქვეყანაში არსებულ შრომის ბაზარზე და გვქონდეს საშუალება უმუშევარმა ადამიანებმა ბიუჯეტის ხარჯზე მოახდინონ თავიანთი კვალიფიკაციის ამაღლება, რათა უკეთეს სამუშაო ადგილებზე დასაქმდნენ ახალ საქართველოში“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
დეპუტატმა ქართული სოფლის მეორნეობის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქართული სოფლის აღორძინება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდა, რაც ქართველ გლეხს ეკონომიურად გააძლიერებს.
“ასევე მნისვნელოვანია გაორმაგდეს ქართული პრდუქციის რაოდენობა, რაც ტურიზმის განვითარებაზე პირდაპირ აისახება და ქართველი გლეხი თავისი პროდუქციის კონკურეტულ გარეოში გასაღებას შეძლებს”, – დასძინა პავლე კუბლაშვილმა
შეგახსენებთ, პარლამენტმა ვანო მერაბიშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას – “მეტი სარგებელი ხალხს” ნდობა 102 ხმით 7-ს წინააღმდეგ გამოუცხადა.
კუბლაშვილი: მხარს ვუჭერ პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას
ივლისი 4th, 2012 06:14 PM | პოლიტიკა





