პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აზრით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში უნდა მუშაობდეს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა განათლების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის ხატია დეკანოიძის წარდგენისას განაცხადა.

“გამოცდების ცენტრი, სადაც 8 000, 10 000 და 15 000 ლარი ჰქონდათ ხელფასი, კანტორა იყო, გაიღებოდა წელიწადში ერთი თვე, ჩაატარებდნენ გამოცდებს და მერე 11 თვე იღებდნენ თავის 15 000-ს ლარს ხელფასებს და კარგად იყვნენ მხართეძოზე წამოწოლილი. ჩემზე სამჯერ მეტ ხელფასებს იღებდნენ, არაფრის კეთებაში. ეს იყო სოციალური სამართლიანობა?! იმიტომაც აუვარდათ თავში და იმიტომაც გავიდნენ თავს. როცა ზედმეტებს შვრები, ასე მოსდით ხოლმე ადამიანებს, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, განათლების სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი მინისტრის, ხატია დეკანოიძის წარდგენისას.

მისი თქმით, გამოცდების ცენტრი წელიწადში უნდა მუშაობდეს 12 თვე, რომ ყოველთვის იყოს ღია, რათა თითოეულმა მოქალაქემ აიმაღლოს კვალიფიკაცია, ყოველთვის შეიძლებოდეს გამოცდების ჩაბარება, როგორც ეს არის საზღვარგარეთ. “აი, ეს არის სამართლიანობა”, – განაცხადა სააკაშვილმა.