საქართველოს და რუსეთს სჭირდება დიალოგი და ორივე მხარემ უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ. ეს განცხადება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირს აქვს ძლიერი ინტერესი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები მოგვარდეს.
“ვიქნებით ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონფლიქტების ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ძალის არგამოყენებაზე. შემდგომი პრაგმატული ნაბიჯებია საჭირო კონფლიქტების მოგვარებისათვის”, – განაცხადა რომპოიმ

მსისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარების კურსთან დაკავშირებით.