მომღერალი, მსახიობი და ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა შესაძლოა მოკლეს და შემდეგ ზღვაში გადააგდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ფოჩხუას რამდენიმე მეგობარმა დაწერა.
გიორგი ფოჩხუა, ქუთაისის პროზექტურაშია გადაყვანილი. “ექსპრესნიუსის” ინფორმაციით, მას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება, ხოლო ყელზე წაჭერის ნაკვალევი. ექსპერტიზის პასუხი ოფიციალურად ორშაბათს გახდება ცნობილი.
სოციალურ ქსელში გიორგი ფოჩხუას მკვლელობის და ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები, ფოჩხუას მეგობარმა რაულ ქირიამაც გაავრცელა. მისი თქმით, გარდაცვლილს ფილტვებში წყალი არ აღმოაჩნდა, ხოლო სახე დალურჯებული აქვს.
თავდაპირველი ვერსიით ის მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად ზღვაში დაიხრჩო.
ფოჩხუა პროექტ “ჯეოსტარის” ერთ-ერთი მონაწილე ასევე ზუგდიდის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი და მომღერალ ელენე ფოჩხუას ძმა იყო. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.




auuuuuuuuuuuuu vinccc moklaaaaa raaaaaa magariii araadamianiia asetts rom klavs…. :@:@:@:@@ Giorgii
::((((