თბილისის საქალაქო სასამართლომ “ობიექტივის” ჟურნალისტს და წამყვანს მერაბ ჭიქაშვილს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მედიაკავშირ “ობიექტივში” განუცხადეს.
სასამართლომ ჭიქაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდო ბრალი.
შეგახსენებთ, წუხელ პოლიციამ საკუთარ სახლთან “ობიექტივის” ჟურნალისტი და წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს რამდენიმე მისი მეგობარიც.
მერაბ ჭიქაშვილს დაკავების მიზეზად კი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ თავად ჟურნალისტი ავტომობილს არ მართავდა და იგი უკანა სავარძელზე იჯდა.





