სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტები წელს სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდებიან, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში სტუმრობისას გააკეთა
“დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს წელს სწავლის გადასახადს მოვუხსნით. კი არ გავყინავთ, მოვუხსნით”, – განმარტა პრეზიდენტმა.
მისივეთქმით, უახლოეს დღეებში 1 500-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის დარიგებაც დაიწყება. “გარდა ამისა, წელს გავყინეთ კრედიტები და მომავალ წელს ვიმუშავებთ, რომ ის მოსახლეობას მძიმედ არ დააწვეს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, კახეთი მთელი რეგიონისთვის სანიმუშო მხარედ უნდა იქცეს.





