30 ივლისს თიბისი ბანკში ელექტრონული წიგნების სახლის “საბას” პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “ექსპრესნიუსს” ბანკიდან აცნობეს, პრეზენტაცია თიბისი გალერაში გაიმართება.
“ეს არის ინოვაციური და ულტრათანამედროვე ვებ-სივრცე, რომელიც საზოგადოებას საუკეთესო თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს – ლიტერატურული პრემია “საბას” სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს სთავაზობს ელექტრონული სახით”, – აცხადებენ პრეზენტაციის ორგანიზატორები.





