ლონდონში XXX ოლიმპიური თამაშები სტრადფორდის ოლიმპიურ სტადიონზე შთამბეჭდავი შოუთი გაიხსნა. მისი რეჟისორი ოსკარის ლაურეატი დენი ბოილო იყო. ოლიმპიური ცეცხლი 7-მა ახალგაზრდა ათლეტმა  ბრინჯაოს 205 ფურცლის დახმარებით აანთო. ფურცლების  ოლიმპიადაში მონაწილე გუნდების სიმბოლოს წარმოადგენდა.
ბრინჯაოს ფურცლებმა  წარმოქმნეს ფიალა, რომელშიც ცეცხლი ოლიმპიადის დასრულებამდე, ანუ 12 აგვისტომდე იქნება ანთებული. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 3 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.
7 ახალგაზრდა ათლეტი, რომლებმაც ოლიმპიური ცეცხლი აანთეს, წარსულში ცნობილმა ბრიტანელმა სპორტსმენებმა შეარჩიეს.

ოლიმპიადის გახსნას სტადიონზე 80 ათასი ადამიანი ესწრებოდა. სავარაუდოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ცერემონიალს 4 მილიარდმა ადამიანმა უყურა. შოუში მონაწილეობა 10 000 მოხალისემ მიიღო.

ოლიმპიადის მნიშვნელოვანი სიმბოლო ოლიმპიური ჩირაღდანი 144-მა სპორტსმენმა გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით უკვე ამოგზაურა. ახლა ის ლონდონშია და 70 დღიანი მარათონის შემდეგ ბოლო სპორტსმენი, 22 წლის კალათბურთელი ამბერ ჩარლსი იქნება, რომელსაც მისი ტარების პატივი ხვდება წილად.
ესტაფეტაში მონაწილეობა ლონდონის უხუცესმა, 101 წლის ფაუიამ და ყველაზე ახალგაზრდა მეჩირაღდნე – 12 წლის ჩესტერ ჩამბერიმაც მიიღეს.