სამხრეთკორეელმა მშვილდოსანმა იმ დუნ ჰიუნმა 27 ივლისს საკვალიფიკაციო რაუნდში ერთბაშად ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ერთი პირადად, ხოლო მეორე გუნდურ ჩათვლაში ორ თანაგუნდელთან ერთად.

27 ივლისი მშვილდოსნობაში საკვალიფიკაციო რაუნდის დღეა როგორც კაცთა, ასევე ქალთა შეჯიბრში და ამ შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება 1/32 ფინალური ეტაპისთვის წყვილები.

იმ დუნ ჰიუნმა 72 ისრით 720 შესაძლებლიდან 699 ქულა მოაგროვა და თავისივე მსოფლიო რეკორდი სამი ქულით გააუმჯობესა. მისი და კიდევ ორი თანაგუნდელის შედეგების ჯამში სამხრეთ კორეის გუნდმა 2 087 ქულა მოაგროვა და ძველი რეკორდს 12 ქულით გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ მეორე სამხრეთკორეელმა კიმ ბუმინმა 698 ქულა მოაგროვა, ხოლო მესამემ, ოუ ჯინ ჰიენმა 690 ქულა. ამგვარად სამხრეთკორეელები პირველ სამ ადგილზე განითესნენ და 30 ივლისს გასამართ პირველ რაუნდში შეხვდებათ საკვალიფიკაციო რაუნდში ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მოწინააღმდეგეები.

კაც მშვილდოსანთა შორის მსოფლიო რეიტინგში პირველ საფეხურზე მყოფმა ამერიკელმა ბრედი ელისონმა 10-ე შედეგი აჩვენა, ხოლო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი ვიკტორ რუბანი 660 ქულით მხოლოდ 43-ე იყო.