დღეს, კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ, კორეის მხრიდან – კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს ევროპულ საქმეთა ბიუროს გენერალურმა დირექტორმა, ლი ვუკ-ჰეონმა.
კორეის და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აგვისტო 3rd, 2012 05:17 PM | პოლიტიკა




