ქორწინების რეგისტრაციას მალე ნოტარიუსებიც განახორციელებენ.
ნოტარიუსები ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ახალი ფუნქციის პრაქტიკაში აქტიურად დასანერგად ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებს შესაბამისი სწავლება უტარდებათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მათ ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის პროცედურებს აცნობს.
საქართველოს ტერიტორიაზე 246 მოქმედი ნოტარიუსია. წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ, ქორწინების რეგისტრაცია საქორწინო რიტუალის ფონზეც მოახდინონ როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, სანოტარო ბიუროს გარეთ.
ამასთან, წყვილს, რომელიც ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულებას გააფორმებს, აღარ მოუწევს სამოქალაქო რეესტრში წასვლა, ნოტარიუსთანვე დაარეგისტრირებს ქორწინებას და მიიღებს ქორწინების მოწმობას. აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. 2010 წელს ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულება შვიდმა წყვილმა გააფორმა, გასულ წელს – 13-მა, წელს – რვა წყვილმა