ვალაამის მონასტრის მღვდელმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხელზე ემთხვია. შემთხვევა კუნძულ ვალაამის ერთ-ერთ მონასტერში მოხვდა, სადაც პუტინი რუსული გეოგრაფიული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა.
სხდომის დაწყებამდე პუტინი მონასტერთან შეკრებილ ხალხს გაესაუბრა. მომლოცველებმა პუტინი თბილად მიიღეს, ნაწილმა მას კურთხევაც კი სთხოვა.
მონასტრის სამღვდელოებაც პუტინს თბილად შეხვდა, ერთი მღვდელი კი მას ხელზე ემთხვია. ჩანაწერზე ჩანს, რომ ამან პუტინის უკმაყოფილება გამოიწვია.