შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ზარზმის ღვთისმშობლის ხატის გამოტანა ამ წუთებში იწყება. მუზეუმის კართან ხატის გატანის ხელი შესაშლელად ორი ქალბატონი – ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ადვოკატი ნათია სირაძე დაწვნენ.
მუზეუმთან სასულიერო პირებიც მივიდნენ, რომლებიც შიგნით შეშვებასა და ხატის მდგომარეობის გაცნობას მოითხოვენ.
მუზეუმიდან ახალციხეში, კერძოდ, რაბათის ციხეში ორი ხატის გადატანა იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლოს ერთი ხატის გატანა გადაწყდა.
მუზეუმის კართან ორი ქალბატონი დაწვა
აგვისტო 7th, 2012 07:00 PM | აქტუალური, საზოგადოება





