არასოდეს გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნება გავაიგივო საქართველოსთან.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ახალციხეში, მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი, როდესაც მისი ფოთში ყოფნისას ფოთს რუსულ სამხედრო ძალებს მიადგნენ.
“ფოთის შესასვლელთან გადაუდგა მათ ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებულები. რუსებს თან ახლდათ ერთი ქართველი, ჩვეულებრივ, ქართულად მოლაპარაკე ერთი სუბიექტი, სხვათა შორის, მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეიარაღებულ რაზმში. ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში ჩავალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი, არავის არაფერს დავუშავებთ. ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. მე არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემს მოკრძალებულ პიროვნებას იდენტიფიკაცია გავუკეთო და გავაიგივო საქართველოსთან, მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე”, – გაიხსენა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება საქართველოს დამონების ტოლფასი იყო და რჩება ახლაც.
“ახლაც იმიტომ არიან კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა რუსული ქვედანაყოფების ახალციხეში შესვლაც გაიხსენა. “ახალციხეში შესვლისას რუსულ ქვედანაყოფებს ახალქალაქის სპეცრაზმის მეთაური, გევორქ საგოიანი დახვდა. როდესაც მათ უთხრეს, რომ ჩვენ მოვდივართ ჯავახეთის გასათავისუფლებლად, საგოიანმა ძალიან მკვახედ მიუგო: მე, როგორც ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მკვიდრი, გეუბნებით, რომ ჯავახეთი არის საქართველომ დარჩება საქართველოდ და ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოსთვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის ვინც დღეს რუსების ჩამოყვანილი ქართველების ენით ლაპარაკობს, მას არ ესმის, ქართველი ხალხის არსი.
“ყველა მთავრობა გამოიცვლება, ყველა ლიდერი შეიცვლება, მაგრამ საქართველოს ვეღარავინ ვეღარ დააკნინებს და მუხლებზე ვერ დააჩოქებს, რადგან ჩვენ გავუგეთ გემო თავისუფლებას, აღმშენებლობას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსების ადგილობრივ დამქაშებს საქართველოს აღმშენებლობაში ყველაზე მეტად იუსტიციის სახლები აღიზიანებთ.
“ეს სწორედ იმიტომ, რომ ვეღარასოდეს ამ გამჭვირვალე შენობაში ვეღარ შეძლებენ ისინი ძველებურად ქრთამების აღებას, თვალების ჩაპაჭუნებას, ხალხის ჩაგვრას. საერთოდ სხვა ფსიქოლოგია შეიქმნა. რატომ აღიზიანებთ პრორუსულ ელემენტებს საქართველოში ეს სახლები, ახალი პარლამენტი ქუთაისში, რატომ აღიზიანებთ ყბადაღებული შუშის ხიდი – იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახალი საქართველოს სიმბოლოებია – კორუფციისგან, ძალმომრეობისგან, თავისუფალი ხალხის მსახურებაში მყოფი მთავრობის”, – დასძინა სააკაშვილმა.
ExpressNews – ახალი ამბების სააგენტო » აქტუალური » სააკაშვილი: რუსეთისთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება საქართველოს დამონების ტოლფასი იყო და რჩება ახლაც
Leave a Reply
-
დღის ვიდეო
გიგა ლორთქიფანიძის დაკრძალვა
-
ახალი ამბები
- რიჩარდ ნორლანდი: აშშ–სა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არაფერი იცვლება
- ვაშაძე: ფარული ჩანაწერები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის
- სტუდენტები „განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გააპროტესტებენ
- ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში პრემიები მხოლოდ ახალ წელს და სააღდგომოდ გაიცა
- ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა დატოვა
- „პსპ“ მომხმარებელს ახალ ფორმულას სთავაზობს
- ლევან იზორია: 17 მაისის აქციაზე პოლიცია პიროვნულად არცერთ მხარეს არ იცავდა
- ხადური: ფინანსთა სამინისტრო პრემიების მეთოდს გამოიყენებს
- საქართველოში წარმოებული პროდუქცია სავარაუდოდ 28 ქვეყნის ბაზარზე მოხვდება
- შსს–ში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იკრიბებიან
- 1 სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი გაიზრდება
- ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ტესტი ვერ ჩააბარა
- 452 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა
- შსს–მ “პოლიციის შესახებ” ახალი კანონპროექტი მოამზადა
- მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის 3540 ლარიანი ხელფასი ძალიან დაბალი იყო
სპორტი
ეკოფაქტი–ეკოლოგია და ტურიზმიgoogle-analytics -მონაცემები




