საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაში სოფელ ხვანჭკარაში, ხვარცუთისა და ნიკორწმინდაში მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას რაჭაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა იმ სოციალურ პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს.
“ჩემთვის დიდი პატივია ხვანჭკარის თემში ჩამოსვლა, სადაც რამდენიმე სოფელი შედის. ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელი ხალხი ცხოვრობს რაჭაში, განსაკუთრებით მშრომელი, თბილი, მეგობრული და პატრიოტი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს აქაურობა. ყველგან რაჭაში ვაკეთებთ გზას, ყველგან რაჭაში მივალთ კარგი გზით. რაჭის ყველა სოფელში ჩვენ გავაკეთებთ წყლის სისტემას, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილმა რაჭის ყველა სოფლის გაზიფიკაციისა და ევროპული სტრანდარტების შესაბამისი სკოლების შექმნის პირობა დადო.
“წელს რთველი უნდა ჩავატაროთ უფრო ორგანიზებულად, ვიდრე როდესმე, რადგან ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ExpressNews – ახალი ამბების სააგენტო » აქტუალური » პრეზიდენტი რაჭაში მოსახლეობას შეხვდა
Leave a Reply
-
დღის ვიდეო
შეხვედრა იაპონიის ელჩთან
-
ახალი ამბები
- საკონსტიტუციო სასამართლოს გერმანიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა
- ბესელია ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 6-თვის ანგარიშსს წარადგენს
- კახი კახიშვილი: სექსუალური ძალადობა პოლიციის შენობებშიც ხდებოდა
- გიორგი თაბუაშვილი მის უწყებაში პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით არ საუბრობს
- ირაკლი ალასანია ანდჟეი ტიშკევიჩს შეხვდა
- ზურაბ აბაშიძის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დღეს დასრულდება
- შსს–მ რამდენიმე მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი წამების და არაადამიანურ მოპყრობის ბრალდებით დააკავა
- შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
- აქტივისტები პროკურატურას მიმართავენ, ვანო ჩხარტიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდებებით დაინტერესდეს
- პროკურატურა ბედუკაძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ განმარტებებს აკეთებს
- დავით ონოფრიშვილი: მიმდინარე ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში უფრო დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს
- სოსო ბარათაშვილმა სამოქალაქო სექტორს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ინფორმაცია გააცნო
- ადვოკატი: გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არგუმენტები არ აქვს
- ეკა გიგაური ადასტურებს, რომ სამალავიდან ამოღებულ კადრებში გაუპატიურების სცენებია აღბეჭდილი
- მიმდინარე წელს მშპ–ს მაჩვენებელმა 5 783 მლნ. ლარი შეადგინა
სპორტი
ეკოფაქტი–ეკოლოგია და ტურიზმიgoogle-analytics -მონაცემები




