სამგორის მაჟორიტარი დეპუტატაობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვარკეთილის მესამე მასივის მცხოვრებლებს შეხვდა.
მან ვარკეთილელებს „ქართული ოცნების“ ჯანდაცვისა და განათლების პროგრამები დეტალურად გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
„ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ყველას გვინდა განათლებულ, სამარათლიან, ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, ამიტომ 1 ოქტომბერს უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნენბზე და ხმა მივცეთ საქართველოს მომავალს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ზურაბ აბაშიძე ვარკეთილელებს შეხვდა
აგვისტო 10th, 2012 12:35 PM | პოლიტიკა




