ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ნაკურთხი და დალოცვილი ჯვრის აღმართვის ცერემონიალში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლზ ვაჩეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ბაგრატის ტაძარი უკვე დატოვეს.
300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან შესამჩნევი გახდება.
ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ გამოცხადდა.http://youtu.be/ohwECgEANZE




