ტყიბულის რაიონის სოფელ დაბაძველში, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რაიონს, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი, პავლე კუბლაშვილი წარუდგინა. შეხვედრა მოსახლეობასთან მოცვის პლანტაციებში შედგა, სადაც მთავრობის ახალ პროგრამებზე ისაუბრეს. „მეტი სარგებელი სოფელს“ – ამ სლოგანის ქვეშ პარლამენტარებმა, მოსახლეობას პარტიის სამოქმედო პროგრამა გააცნეს და რაიონში არსებული პრობლემების მოგავრებას დაპირდნენ.
კუბლაშვილი მოქმედი პარლამენტის დეპუტატი, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სოფლად მნიშვნელოვანია, რათა სოფლის მეურნეობა სწორად განვითარდეს.




