„ქართულიოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ სვანეთის უბანში, პაატა სააკაძის ქუჩაზე დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობასთან ერთად, იმ რთულ სოციალურ პრობლემებზე ესაუბრა, რომელშიც უწევთ ცხოვრება ამ ქუჩის მცხოვრებლებს. შეხვედრაზე ასევე მოსახლეობამ დასვა არჩევნებზე ხმების დაცვის საკითხი.
ვიქტორ დოლიძე შეკრებილებს არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო თავდაცვით მექანიზმებზე ესაუბრა და პირველ რიგში მოსახლეობასთან სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“პროგრამა გააცნო. რომელიც ხელმისაწვდომ განათლების, ჯანდაცვას, უმუშევრობის დაძლევას ითვალისწინებს.
ვიქტორ დოლიძემ კომენტარი ჩუღურეთში შტაბის უფროსის დანიშვნაზეც გააკეთა და ახალი შტაბის უფროსის ზოდიკო ფარქისაძის ღირსებებზე ისაუბრა:
„ზოდიკო ღირსეული ადამიანია,წლების მანძილზე სამთავრობო სტრუქტურაში იყო. მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. იგი არის ღირსეული, ადამიანი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ხალხის გვერდით დადგა და უარი თქვა მოძალადე ხელისუფლებასთან მუშაობაზე. ზოდიკო კარგი მენეჯერია, ჩუღურეთი მას პატივს სცემს. მან კარგად იცის ამ რაიონის სპეციფიკა, სწორედ ამიტომ გადაწყდა შტაბის უფროსად მისი დანიშვნა, მჯერა რომ ეს ცვლილება სასიკეთო იქნება „ქართული ოცნებისათვის“_ განაცხადა ვიქტორ დილიძემ.





