აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო პოეტ ეთერ სამხარაძე – ჯღამაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს გამართავს.
ხსოვნის საღამო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ – მაყურებელთა თეატრში დღეს მოეწყობა.
როგორც “ექსპრესნიუსს” აფხაზეთის მედია – ცენტრიდან აცნობეს, დღესვე აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ეთერ ჯღამაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ჯღამაძე აფხაზმა სეპარატისტებმა 1993 წლის ოქტომბერში, სოხუმის დაცემის შემდეგ, 9 აპრილის მემორიალთან დახვრიტეს.





საღამოს ვესწებოდი და თამამდ შემიძლია განვაცხადო, ეს იყო არაჩვეულებრივი თეატრალიზირებული წარმოდგენა პოეტის შემომედებაზე, რაც შემოქმედებითი ჯგუფის დამსახურებაა, განსაკუთრებულად გამოვყოფდი საღამოს დრამატურგიას, რომელიც როგორც გავიგე, ეკუთვნის სცენარისტს ოთარ პერტახიას. მისი თეატრალური ნიჭი აშკარად ჩანდა. მადლობა ყველას.
ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს. საღამოს მეც ვესწრებოდი მეგობრებთან ერთად, მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცნობდი აფხაზეთში დახვრეტილი პოეტი ქალის ლექსებს, რომლებიც იმ საღამოზე მოვისმინე და აღფრთოვანებული დავრჩი. ყველაფერი ძალიან მაგარი იყო, ვინც ეს მოიფიქრა, მაგრები ხართ ყველანი… მე ნანახი მქონდა დრამატურგ ოთარ პერტახიას პიესა ლიფტში, ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რომ ამ ულამაზესი საღამოს სცენარის ავტორი სწორედ ის იყო. წარმატებებს ვუსურვებ მსახიობებს და მომღერლებს… პროექტის ავტორს ია მაისაიას და რეჟისორს ბადრი წერედიანს.
საღამომ მართლაც არაჩვეულებრივად ჩაიარა, მაგარი ვისიამოვნეთ მე და ცემმა მეგობრებმა. ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს. მაგრები არიან ვინ ეს წარმოდგენა ასე კარგად დადგა. დრამატურგი ოთარ პერტახიას პიესა ლიფტში მაქვს ნანახი და ძალია მომეწონა, გამიხარდა რომ საღამოს სცენარიც მას ეკუთვნის. დიდი მადლობა პროექტის ავტორს ია მაისაიას და რეჟისორს ბადრი წერედიანს. გილოცავთ!
უმაგრესი საღამო იყო. პოეზიის მშვენიერება მთელი არსებით აქამდე არასოდეს მიგვრძნია. სად შეიძლება პოეტის ლექსების წიგნის შოვნა?… ვამაყობ, რომ ვარ აფხაზეთიდან და გვყავს ასეთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანები. მათ ხელშეწყობა ჭირდებათ, ყველამ უნდა გაიცნოს ისინი. ყოჩაღ სცენარის ავტორს ოთარ პერტახიას და რეჟისორს ბადრი წერედიანს. მრავალი წარმატებები მოგველოცოს თქვენთვის და მუდამ გაგეხარებინოთ ჩვენი გულები. მადლობა არაჩვეულებრივ კომპოზიტორს ია მაისაიას ასეთი დიდებული პროექტის ორგანიზებისათვის. წარმატებებიიიიიი…..
ეს რა დიდი პოეტი გვყოლია ქართველებს და როგორ არ ვიცნობდით. ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის პოეზია ყოველთვის იქნება…. მართლაც აუცილებელია ლექსების კრებულის გამოცემა. საღამო შესანიშნავი იყო და ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მსახიობები ნაღდი ემოციით კითხულობდნენ ლექსებს, რაც გადამდებიც იყო… დარბაზი ინტერესით ადევნებდა თვალს თითოეულ გამომსვლელს და შემსრულებელს. ქალბატონი ეთერის ღვაწლი წარუშლელი დარჩება ქართულ პოეზიაში. ის ამას ნამდვილად იმსახუებს!
დიდი მადლობა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს ქალბატონ დალი ხომერიკის იმისათვის რომ ის ზრუნავს საზოგადოებას წინაშე წარადგინოს აფხაზეთის კულტურის ახალგაზრდა მოღვაწეები, გახარებულები ვართ, რომ აფხაზეთის კულტურამ ქალბატონი დალის ინიციატივით წინ გადადგა დიდი ნაბიჯი, ამ საღამოს შემდეგ მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მოველით. დიდი მადლობა ნიჭიერი ხელოვანების წარმოჩენისათვის. ეს რა მაღალი კლასის დრამატურგი და რეჟისორი გვყოლია!!! სამწუხაროა, რომ აქამდე ოთარ პერტახია და ბადრი წერედიანი აფხაზეთის მკვიდრი საამაყო ხელოვანები არ ჩანდნენ აფხაზეთის კულტურულ არენაზე, ასეთ ნიჭიერ ხალხს დროულად ჭირდება მოფრთხილება და დაფასება! უღრმესი მადლობა პროექტის ორგანიზატორს ია მაისაიას, ეს იყო ნიჭიერებისა და შემოქმედების ნამდვილი ზეიმი. გამოგიტყდებით და აქამდე სურვილიც კი არ მქონდა რამე ღონისძიებას დავსწრებოდი, ახლა იმდენად ვარ აღფრთოვანებული ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები შემდეგ საღამოებს, მეცოდინება, რომ რაღაც არაჩვეულებრივს ვიხილავ. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!