მობილური ოპერატორი ბილაინი თანამშრომელთა რიცხვის გაზრდას აპირებს.

ამის შესახებ “ბილაინის” გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა ბიზნესპარტნიორების დაჯილდოვებისას განაცხადა.

პიატახინის თქმით “ბილაინი” ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორია და შესაბამისად თანამშრომელთა რაოდენობის გაზდა მოუწევთ. დასაწყისისთვის ბილაინის თანამშრომელთა რიცხვი საერთო რაოდენობის 15-16% – ით გაიზრდება.