წუხელ გვიან ღამით თბილისში,  ქთევან წამებულის გამზირის მახლობლად რამდენიმე ადამიანმა სამი ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდა სცემეს. როგორც თვითმხილველებმა “ექსპრესნიუსს” აცნობეს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

თვითმხილველების ცნობით, მას შემდეგ რაც სამბების საკათედრო ტაძრიდან გუშინდელი მსვლელობის მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს, ათამდე ახალგაზრდა ქეთევან წამებულის გამზირზე სხვა ახალგაზრდების ჯგუფს მიუახლოვდა ისინი აგრესიულად მიმართავდნენ ეთნიკურ სომხებს.

თვითმხილველებმა ვერ გაარჩიეს საუბრის დეტალები თუმცა დაადგინეს, რომ შელაპარაკება რელიგიურ ნიადაგზე მოხდა.

“მოულოდნელად ათამდე ახალგაზრდა, ხმამაღალი საუბრის შემდეგ თავს დაესხა სამ ადამიანს რომლებიც ეთნიკურად სომხები იყვნენ. მათ წიხლებით ცემა დაუწყეს და ხმამაღლა ყვირილი თქვენს თავს დააბრალეთ რაც მოგივათო. ცემა 5 წუთი გაგრძელდა  და 10-მდე ახალგაზრდა გაიქცა, ერთ-ერთი ყვიროდა თავი დაანებეთ მიიღეს რაც ეკუთვნოდათო, მეორემ კი დაიყვირა სანამ პატრული მოვა გავიქცეთო”-განუცხადეს თვითმხილველებმა “ექსპრესნიუსს”

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ექსპრესნიუსი” ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს დაუკავშირდა თუმცა, როგორც პოლიციაში განაცხადეს, ცემის ფაქტზე წუხელ განცხადება არ შესულა.