საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების უდაო ლიდერი ზაზა ფაჩულია ერთი თვე კალათბურთს ვეღარ ითამაშებს. როგორც ცნობილი გახდა ფაჩულიამ საქართველო ბულგარეთის შეხვედრის დროს კუნთი გაიწყვიტა.

“სამწუხაროდ ბულგარეთთან თამაშის დროს კუნთი გამიწყდა, ექიმებმა ერთი თვის განმავლობაში ვარჯიში ამიკრძალეს”-განუცხადა ფაჩუულიამ ჟურნალისტებს რომელბთანაც შეხვეული ფეხით გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ფაჩულიამ ევრობასკეტზე ქულების მიხედვით ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ცხადია, საქართველოს ნაკრებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება უდაო ფორვარდის გარეშე.