წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენის, მედიაკავშირ “ობიექტივის” ხელმძღვანელის ირმა ინაშვილის “ექსპრესნიუსისთვის” მიცემული ინტერვიუ. ინტერვიუში იგი საუბრობს “წინააღმდეგობის მოძრაობის” გეგმებზე და აფასებს მოძრაობის მიერ ჩატარებულ აქტივობებს. სააგენტომ გვერდი ვერ აუარა, ჟურნალისტ ნაზი შამანაურის სახელობის პრემიის ციებ–ცხელებას.
არსებობს მოსაზრება, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს. რამდენად რეალურია ეს?
წინააღმდეგობის მოძრაობა არის საზოგადოებრივი მოძრაობა. რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, უახლოეს ხანში, ხვალ-ზეგ და მაზეგ წინააღმდეგობის მოძრაობა არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად. თუმცა, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ გადაჭრით ვერც იმას გეტყვით, რომ მომავალში არ შევქმნით პარტიას. მაგრამ ამ ეტაპზე დასადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს ხანში ასეთი პოლიტიკური პარტია არ შეიქმნება.
როგორ შეაფასებთ წინააღმდგობის მოძრაობის მიერ დაწყებულ კამპანიას, რომელიც პატიმრების უფლებებს ეხებოდა, მიაღწიეთ თუ არა წარმატებას და იყო თუ არა გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოეის მხრიდან?
ჩვენ არ ვართ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დამარცხებას გამარჯვებად ასაღებს. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაღწია გარკვეულ შედეგებს, თუმცა ჩვენ ვერ შევცვალეთ სიტუაცია პენიტენციალურ სისტემაში. ვერ შევძელით საყოველთაო ამინისტიის კანონპროეტქზე ასი ათასი ხელმოწერის შეგროვება. სამაგიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ არაერთი პატიმარი დაგვეცვა და შევუნარჩუნეთ მათ სიცოცხლე. ამ დრომდე “წინააღმდეგობის მოძრაობის” ადვოკატები უფასო მომსახურებას უწევენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა საპყრობილეში ადვოკატები მორიგეობდნენ და ეხმარებოდნენ პატმრებს. მთავარი პრობლემა კი, რაც დღეს დგას, ეს არის მამაკაცთა გაუპატიურება ქართულ ციხეებში. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ამ პროცესმა მიიღოს ის სახე, რაც ახლა აქვს. ჩვენი ინფორმაციით, უღებენ მათ ფოტოებს და შემდეგ ემქურებიან, რომ ამას ინტერნეტის საშუალებით გაავრცლებენ. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ყველას, ვინც არ აპირებს ამ უსამართლობასთან შეგუებას, გააქტიურდეს, რადგან შეიძლება ხვალ და ზეგ თქვენი ოჯახის წევრი აღმოჩნდეს ანალოგიური საფრთხის ქვეშ.
ვისი ინიციატივაა ნაზი შამანაურის სახელობის პრემიის დაარსების იდეა?
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მედიაკავშირმა “ობიექტივმა” დააწესა ნაზი შამანაურის სახელობის მედალი სიმართლისთვის მებრძოლი ჟურნალისტისთვის. სამწუხაროდ, გასულ წელს ვერ მოხერხდა ამ მედლის ჩვენი კოლეგებისთვის გადაცემა, ამიტომ ამ დაჯილდოვებამ 2011 წელს გადმოიწია. ჩვენ ამ ეტაპისთვის ჩავატარეთ რამდენიმე გამოკითხვა, იმისათვის, რომ შედეგი ყოფილიყო მაქსიმალურად ობიექტური. პირველი გამოკითხვა ჩატარდა სოციალურ ქსელში, მეორე რადიო 105-ის ეთერში – რეკავდა მსმენელი, მესამე იყო სატელეფონო გამოკითხვა, სადაც 800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ თბილისის მასშტაბით სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი ორი კვლევა ჩატარდა, გამოიკითხნენ ცნობილი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, დაასახელეს ნომინაციაზე მათთვის სასურველი კანდიდატურა. დაგვრჩა კიდევ ერთი გამოკითხვა, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის დაფიქსირებას. ამის შემდეგ კი უკვე სპეციალური ჟიური, სადაც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები, რომელთა კომპეტენციაშიც და პროფესიონალიზმშიც ეჭვი არავის ეპარება. ეს ადამიანები უკვე გამოკითხვის შედეგების გამოვლენას დაესწრებიან და ნახავენ, რომ ეს ყველაფერი არის საჯარო და ღია. გამოაცხადებენ სამ ჟურნალისტს, ნომინაციაზე სიმართლისთვის მებრძოლი.
ჩვენ უკვე დავამზადეთ მედლები, რომლის სიმბოლოც არის ჩიტი და რომელსაც აქვს წარწერა “ჩემი სიმართლე ჩემი ჯვარია”. მედიაკავშირ “ობიექტივის” ინიციატივით, ასევე, გამოიცემა ნაზი შამანაურის დღიურები, მცირე ტირაჟით, მაგრამ ეს იქნება მეორე გამოცემა, რომელსაც შეცევდებით იქ დამსწრე საზოგადოებას გადავცეთ. ასევე გვინდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს დავურიგოთ. ასევე მზადდდება სპექტაკლი, რომელიც ნაზი შამანაურის დღიურებზე არის აგებული და პრეზენტაციაზე ასევე მოხდება ამ სპექტაკლის ჩვენებაც.
ვინ იმყოფება ლიდერ პოზიციაზე ამ გამოკითხვაში და რა შედეგები ფისირდება ამ დროისათვის?
ბონდო მძინარაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროეტქს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და რაც ძალიან მახარებს წამყავან პოზიციებზე არიან ნანა ლეჟავა, ელისო ჩაფიძე და სხვა ჩვენი სახელოვანი კოლეგები.
გაგრძელდება თუ არა დაჯილდოვება მომავალშიც?
დაჯილდოვებას ექნება ყოველწლიური სახე. ამ მედალზე იქნება წარწერა “ნაზი შამანაური 2011″, მაგრამ ჩვენ ყოველწლიურად ჩვენ კოლეგებს სამ მედალს გადავცემთ.
ჩვენ კოლეგებს შორის არის მოსაზრება, რომ ირმა ინაშვილი არ უნდა ნომინირდებოდეს ამ დაჯილდოებაზე. მინდა განვაცხადო, რომ არ ვაპირებ ამ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებას. იმის მიუხედავად, გავიმარჯვებ თუ არა მე ამ მედალს არ ავიღებ. მე ვარ ამ პროექტის ავტორი, ჩემი მიზანია ნაზი შამანაურის სახელი ფავუბრუნო საზოგადოებას, რადგან დღესაც კი მას ეძახიან გიჟს. მეც მეძახოდნენ გიჟს და ვიცი, რას ნიშნავს ეს. მაშინ, როდესაც ეს სიტუაცია იყო, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც არ დამტოვა, იყო საქართველოს პატრიარქი, რომელმაც მაშინ, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტი გიჟს მეძახდა, დამიბარა, დამლოცა და მითხრა, რომ ადამიანს გიჟს დაუძახებენ, იმისათვის, რომ ის იცავს სარწმუნოებას. ამიტომ მე მაქვს ორი მიზანი. პირველი დავუბრუნო შამანაურის სახელი საზოგადოებას და მეორე სტიმული მივცე ჩვენ კოლეგებს.
თიკა ჩხარტიშვილი
Expressnews



