საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თბილისის საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის თაობაზე განცხადება დიმიტრი შაშკინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მანდატურებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე გააკეთა და ამ თემაზე მომზადებული საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციას დაესწრო.

თბილისის შვიდ საპილოტე სკოლაში მანდატურები ერთი კვირის წინ შევიდნენ. შაშკინმა საპილოტე სკოლებში მანდატურთა საქმიანობის პირველ შედეგებზე ინფორმაცია შსს აკადემიაში შეკრებილი მოსწავლეებიდან, მათი მშობლებიდან და მასწავლებლებიდანაც მოისმინა, როგორც მათ აღნიშნეს მანდატურებთან დამოკიდებულება ძალზე პოზიტიურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

კონკურსის შედეგად შერჩეული მანდატურები სპეციალური პროგრამით გადამზადდებიან და ახალი სასწავლო წლიდან თბილისის ყველა სკოლაში შევლენ.