ელექტრონული ფოსტა:  news@epn.ge
დაიმატე “ექსპრესნიუსი” Skype-ში ახლავე!  - Expressnews: Unknown

რედაქტორები : 597 005 005

მაგთიფიქსი (რედაქცია) 5790 67 88 98

ქალაქის ტელეფონის ნომერი (რედაქცია) 995 32 2 985 965

თქვენი სახელი (სავალდებულოა)

თქვენი ელფოსტა (სავალდებულოა)

სათაური

შეტყობინება

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ისტორია
ახალი ამბების სააგენტო დაარსდა 2009 წელს, “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. (მედიის საერთაშორისო მოთხოვნის თანახმად) ყველა სათუო ინფორმაცია მოწმდება სამ წყაროსთან, სააგენტოს ჟურნალისტები კი ადგილიდან ოპერატიულად (ტელეფონით გადმოცემის პრინციპით) ავრცელებენ ახალ ამბებს.
თითეული გადმოცემული ინფორმაცია ოპერატიულად სტილისტურად სწორდება რედაქტორის მიერ ხოლო გასწორებულ ინფორმაციას საიტის რედაქტორი ავრცელებს სწრაფი მეილის საშუალებით და ათავსებს საიტზე.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა ქართულ მედიასაშუალებასთან (ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები) აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონალურ მედიასთან, რეგიონებში ჩვენი პარტნიორები არიან რადიო “ძველი ქალაქი” (ქუთაისი) ახალი ამბების სააგენტო “კახეთიინფო” (გურჯაანი)
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსის” ინფორმაციები იბეჭდება საქართველოში გამომავალ ყველა გაზეთში.
საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუში” მუშაობს პროფესიონალ ჟურნალისტთა გუნდი და სამი გამომშვები რედაქტორი. ასევე კორესპონდენტები საქართველოს ყველა რეგიონში სიახლეა 2011 წელს სააგენტოს მსოფლიოს 8 ქვეყანაში კორესპონდენტები ჰყავს. 2010 წელს საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსის“ ვებ-გვერდი განთავსდა პრაღაში. პრაღაში განთავსდა ინგლისურენოვანი სააგენტო .
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”
2012 ინტერნეტ სივრცეში ჩაეშვა ინტერნეტგამოცემა argumenti.ge რომელიც პოპულარობას და მზარდ რეიტინგს ნელ–ნელა იძენს.
„ექსპრესნიუსი“ 4 წელია ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო პოპულარული და სანდო მედიად რჩება. სხვადასხვა გამოკითხვებში სააგენტოებს შორის მას ლიდერი პოზიცია უჭირავს.
რამდენიმე დღის წინ „ექსპრესნიუსმა“ ჩაუშვა ახალი ვებ გვერდი რომელიც ასევე პრარაში ამერიკული მედიის პრინციპების გათვალისწინებით დამზადდა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დღის გამშვებ რედაქტორს +995 97 005 005

მადლობა თანამშრომლობისთვის და ნდობისთვის.
გახსოვდეთ – ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ